Thumbnail

'რენო ჩემი ოჯახია' - ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში დაბრუნდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში დაბრუნდა - 2021 წელს ის რენოს პილოტი გახდება...

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

რენომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მაკლარენისა და ფერარის ყოფილი პილოტი ბრუნდება გუნდში, რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფერნანდო უკვე მეორედ ბრუნდება რენოში.

მაკლარენში გატარებული 4-წლიანი პერიოდის შემდეგ, ესპანელმა მრბოლელმა 2018 წელს ფორმულა 1-დან წასვლა გამოაცხადა. 38 წლის პილოტი ფორმულა 1-ში 2021 წლის სეზონში დაბრუნდება. 

ფერნანდო ალონსო: "რენო ჩემი ოჯახია. ჩემთვის ძალზე საამაყოა, რომ ვრუნდები გუნდში, რომელმაც კარიერის დაწყების შანსი მომცა, რომელიც ახლა მაძლევს შანსს დავბრუნდე უმაღლეს დონეზე. ჩემი პრინციპები და ამბიციები ყოველთვის ემთხვეოდა გუნდის პროექტებს".

ფერნანდო ალონსო 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ფერნანდო ალონსო რენოში დანიელ რიკარდოს შეცვლის, რომელიც გუნდიდან 2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ მიდის და მაკლარენში გადადის. რიკარდომ რენოში ორი სეზონის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა. ამიტომაც, როცა კარლოს საინს ჯუნიორმა გამოაცხადა მაკლარენიდან ფერარიში გადასვლა, ავსტრალიელმა უფრო სწრაფ ბოლიდში გადაბარგების შანსი ხელიდან არ გაუშვა. 

2021 წლის სეზონში ფერნანდო ალონსოსთან ერთად რენოში ესტებან ოკონი იასპარეზებს. ესპანელმა პილოტმა 2005 და 2006 წლებში სწორედ რენოს ბოლიდით მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.   

კომენტარები

ბოლო ამბები