Thumbnail

"ბორჯღალოსნებს" იაპონიასთან ტესტში საქვეყნოდ ცნობილი ნაიჯელ ოუენსი უმსაჯებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მსოფლიო რაგბიმ ივნისის ტესტებზე მსაჯები გაანაწილა.
  • ცნობილია ტონგასთან, ფიჯისთან და იაპონიასთან მსაჯების ვინაობა.
  • ნაიჯელ ოუენსს საერთაშორისო დებიუტი საქართველოს ნაკრების თამაშზე ჰქონდა.

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ივნისის ტესტებზე მსაჯები დანიშნა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ივნისში ოკეანეთსა და აღმოსავლეთ აზიაში ტურნე აქვს - ტონგას, ფიჯისა და იაპონიას ეთამაშება. 

"ბორჯღალოსნები" ივნისის ტესტებს 9 ივნისს ფიჯის დედაქალაქ სუვაში იწყებენ, სადაც ტონგას ეთამაშებიან. ამ მატჩს ახალზელანდიელი მსაჯი ბრენდონ პიკერილი გაუძღვება.

16 ივნისს სუვაში უკვე ფიჯის ვეთამაშებით, მატჩს ფრანგი არბიტრი ჟერომ გარსეზი მოემსახურება.
23 ივნისს ტოიოტა სიტიში იაპონია გვიმასპინძლებს. ამ მატჩს სახელგანთქმული უელსელი მსაჯი ნაიჯელ ოუენსი განსჯის. ოუენსმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე საქართველო-ტონგა იმსაჯა. 

სხვათა შორის, ოუენსის საერთაშორისო დებიუტიც საქართველოს მატჩში შედგა - 2003 წელს მან პორტუგალია-საქართველო იმსაჯა. მეტიც, 2007 წელს მას მსოფლიოს თასზე დებიუტი ასევე საქართველოს ნაკრების მატჩში ჰქონდა - არგენტინასთან. 

ნაიჯელ ოუენსი ძალზე პოპულარული ადამიანია, მან 2007 წელს ოფიციალურად გამოაცხადა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. უელსელი მსაჯობისას ხშირად იყენებს იუმორს, ეს კარგად გამოჩნდა საქართველოსა და ტონგას მატჩშიც.

საქართველო V ტონგა

კომენტარები

ბოლო ამბები