Thumbnail
  • მაკარიძის გუნდმა წააგო და 3 გოლი გაუშვა
  • ქართველი მეკარე მაინც სიმბოლურ გუნდშია

გიორგი მაკარიძის სეტუბალმა პორტუგალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში ფერეირას უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. სეტუბალი მატჩს 2:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში 3 ბურთი გაუშვა და შეხვედრა დათმო.

მიუხედავად სამი ბურთის გაშვებისა, მაკარიძე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. ის 10-ქულიან სისტემაში 7-ქულით შეაფასეს. მასთან ერთად სიმბოლურ გუნდში მისი თანაგუნდელი, ცენტრალური მცველი, ბრუნო პირესიც შეიყვანეს. მაკარიძემ 5 სეივი დააგროვა და 3-ჯერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დაიჭირა.

სეტუბალს 30 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. მაკარიძის გუნდი 31-ე ტურში გავარდნილ ავეშს ეთამაშება. ტურის რჩეული ფეხბურთელი გაბრიელი გახდა. ბენფიკას მოთამაშემ ბოავიშტასთან დუბლი და საგოლე პასი გაიფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები