Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ინგლისთან მატჩებისთვის ემზადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრები ინგლისთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
  • მატჩები თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში 4-5 აპრილს გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

4 და 5 აპრილს, საქართველოს ნაკრები ინგლისს უმასპინძლებს - ორივე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, დასწრება კი თავისუფალია

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქყვენა, რომლებსაც ამ შეხვედრებში დაეყრდნობა…

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი)

წინა ხაზი: კახა მაისაია (თელასი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი), ლევან კობაიძე (აგორა), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონანიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი)

საქართველოს ნაკრების წევრმა შოთა ჭანუყვაძემ ამხანაგური მატჩების წინ sbm.ge-ს შემდეგი განუცხადა:

“შეკრება დავიწყეთ და გვიტარდება როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური და ტაქტიკურ ვარჯიშები. ურთიერთშეხვედრებში ინგლისის ნაკრებთან დადებითი ბალანსი გვაქვს, სამჯერ შევხვდით და ორჯერ მოვიგეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ. კარგია რომ ეს ორი თამაში დაინიშნა. ევროპაში უკვე ცნობიალია რომ საქართველოს ნაკრები ლამაზ ფუტსალს თამაშობს და შევეცდებით, რომ ამჯერადაც სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ"

 

კომენტარები

ბოლო ამბები