Thumbnail
  • ჟურნალ Maxim-ის ექსკლუზიური ინტერვიუ შაკილ ო'ნილთან 
  • საჩემპიონო გოლდენ სტეიტი თუ შაკის და კობის ლეიკერსი?

ჟურნალმა Maxim-მა შაკილ ო'ნილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა. NBA-ში 90-იან წლებში გამოჩენილმა შაკმა 2000-2002 წლებში ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ერთად სამჯერ ზედიზედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩემპიონობა უკვე მაიამიში თამაშისას შეძლო - 2006 წელს...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

"შაკილი მხოლოდ NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი არ არის, ის ასევე წარმატებული ბიზნესმენი, მსახიობი და DJ-ია, რომლის დისკებიც უსწრაფესად იყიდება", - წერს ჟურნალი.

შაკი საკმაოდ წარმატებულია DJ გახლავთ

"მუსიკა ყოველთვის სისხლში მქონდა, 80-იანი წლებიდან ვცდილობდი, წარმატებული DJ ვყოფილიყავი", - ამბობს შაკი, რომელიც ყველაფერთან ერთად, TNT-ზე NBA-ს ანალიტიკოსად მუშაობს.  

ზაზა და V შაკი. 2005 წელი

ვრცელ ინტერვიუში, რა თქმა უნდა, შაკილი საკალათბურთო თემასაც ვერ აუვლიდა გვერდს, მან მის კარიერაზე, კობი ბრაიანტზე და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ერთი კითხვა-პასუხი განსაკუთრებით დააინტერესებს კალათბურთის ქართველ გულშემატკივრებს, რადგან შაკილი ზაზა ფაჩულიას ახსენებს: 

ზაზა V შაკი. 2007 წელი

Maxim: ერთხელ დრეიმონდ გრინმა თქვა, რომ მისი საჩემპიონო უორიორსი შენს ლეიკერსს იოლად დაამარცხებდა. რას იტყოდით ამის შესახებ?

შაკილ ო'ნილი: "ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი, პლუს მე და კობი, სტივ კერის "ბანდასთან" ვერაფერს გავხდებოდით. კობი "იჭერს" სტეფს და დომინირებს მასზე; ფიშერი დაუდგება კლეის და გააუვნებელყოფს მას; ფოქსი დრეიმონდს პირველივე ნახევარში "აკიდებს" 6 ფოლს; ჰორასი თავისებურად მიუდგება კეი დისთან ბრძოლას (მაგრამ ვაღიაროთ, კეი დი მხეცია); დაბოლოს, მე შევახსენებ ფაჩულიას, რატომ ვარ "დიდების დარბაზში" მე და არა ის." 

ზაზა V შაკი. 2009 წელი

შაკილ ო'ნილი ახსენებს თანაგუნდელებს 2000-2002 წლების ლეიკერსიდან: კობი ბრაიანტს, დერეკ ფიშერს, რიკ ფოქსსა და ჰორას გრანტს. დრეიმონდის გოლდენ სტეიტის ხუთეული კი ასეთი იყო: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, გრინი და ზაზა ფაჩულია.

კომენტარები

ბოლო ამბები