Thumbnail

ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში ბრუნდება - ოთხშაბათს წარადგენენ?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გავრცელებული ცნობების თანახმად, ფერნანდო ალონსოს დაბრუნება გადაწყვეტილია
  • დიდი შანსია, რომ ესპანელი ოთხშაბათს ოფიციალურად წარადგინონ

ფერნანდო ალონსოს ფორმულა 1-ში დაბრუნდება გადაწყვეტილია - ამის შესახებ ბრიტანული The Sun წერს. ტაბლოიდში ვკითხულობთ, რომ დიდი შანსია, ალონსო რენოში ოფიციალურად ოთხშაბათსვე წარადგინონ. თუ ეს დადასტურდა, გამოდის, რომ 2021 წლიდან სწორედ ალონსო შეცვლის დანიელ რიკარდოს, რომელიც მომდევნო სეზონიდან მაკლარენში გადადის (ფერარიში მიმავალი საინსის ნაცვლად). ‘სანის’ ინფორმაციით, რენოს გუნდის შეფმა სირილ აბიტებულმა თავის თანამშრომლებს უკვე შეატყობინა, რომ ალონსოს მალე წარადგენენ.

ფერნანდო ალონსომ რენოსთან ერთად ორი ჩემპიონობა იზეიმა

რენოში ალონსო ესტებან ოკონის თანაგუნდელი გახდება. ამ უკანასკნელს ცოტა ხნის წინ ნათქვამი აქვს, რომ ალონსოს თანაგუნდელობა მისთვის დიდი პატივი იქნება. ალონსოს ფრანგულ საჯინიბოსთან საკმაოდ პოზიტიური გამოცდილება აქვს: ესპანელი რენოს პილოტი 2003-დან 2006 წლამდე, მერე კი 2008-დან 2009 წლამდე იყო და ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (2005, 2006).

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები