Thumbnail

საკრეისერო აფრიანი ნავებით თბილისის ზღვაზე - ინტეგრირებული ღონისძიება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

პატარა ლილოს მთაზე პარაპლანით ფრენის შემდეგ, პროექტის "აქტიური ცხოვრებაა ჩემი სტიქიაა" ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. აქტივობა თბილისის ზღვის კლუბში, "ახალგაზრდული მედია კავშირისა" და "საქართველოს საკრეისერო აფროსანთა ასოციაციასთან ერთად" გაიმართა. საკრეისერო აფრიანი იახტებით ჩატარებული ღონისძება საინტერესო და სათავგადასავლო გამოვიდა. პროექტი ამჯერადაც კომპანიის ევროპაბეთი აქტიური ჩართულობით განხორციელდა. წელს პროექტის ფარგლებში ეს უკვე მეოთხე ღონისძიებაა.

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედია კავშირის თავმჯდომარე)
"თბილისის ზღვის კლუბში, ევროპაბეთის მხარდაჭერით, ახალგაზრდული მედია კავშირისა და საქართველოს საკრეისერო აფროსანთა ასოციაციის ორგანიზებით პირველად მოეწყო აქტივობა, რომელშიც მონაწილეობა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა მიიღეს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ევროპაბეთმა მათ საოცარი და დაუვიწყარი დღე აჩუქა. მინდა, ბიჭების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა გველის."

პირველად ჩვენი რეგიონის ისტორიაში ელიტური სპორტის ამ სახეობაში საკუთარი შესაძლებლობები პროფესიონალ აფროსნებთან ერთად სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა წარმოაჩინეს. სათავგადასავლო აქტივობაში  მონაწილეობა ოცმა ადამიანმა მიიღო, რომლებსაც სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

ნაომი გოგიბერიძე (პროექტის მონაწილე)
"დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს, ახალგაზრდულ მედია კავშირს, სოკარს და ევროპაბეთს, რომ ასეთ ლამაზ დღეებს გვჩუქნიან. კიდევ ერთხელ მტკიცდება ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს."

თემო დადიანი (პარასპორტსმენი, პროექტის მონაწილე)
"მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპაბეთს, რომ გვერდში უდგას ახალგაზრდულ მედია კავშირს. კომპანიის დახმარებით ახალგაზრდული მედია კავშირი ბევრ აქტივობას ახორციელებს. ღონისძიების დახმარებით, შშმ პირები ხდებიან აქტიურები და საზოგადოებაში უფრო მეტად რეალიზებულები. ბევრმა მათგანმა იპოვა თავი სპორტის კონკრეტულ სახეობაში და გააგრძელა ასპარეზობა პროფესიონალურ დონეზე."  

ღონისძიება პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლება და სპორტის ამ სახეობის მეტი პოპულარიზაციააა საზოგადოებაში. პროექტში ჩართული პირებისთვის დღე სასიამოვნო და ემოციებით სავსე გამოვიდა.  

ღონისძიება იმართება პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, რომელსაც "ახალგაზრდული მედია კავშირი"  კომპანიების, "ევროპაბეთისა" და "სოკარის" მხარდამჭერით ახორციელებს, პროექტის მასპინძელი კი არის ლუდსახარში "ზედაზენი". პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები