Thumbnail

‘ოქროს წერაყინი’ მთასვლელობაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ეს ფაქტობრივად ალპინიზმის ოსკარია, რომელზეც ზედიზედ მესამედ არიან წარდგენილები ქართველი მთასვლელები - არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე.

„მწვერვალები პანპოჩე 1 (6620 მ) და პანპოჩე 2 (6504 მ). ნეპალი. მანასლუს რეგიონი. ბიჭები უკვე მესამედ ხვდებიან ამ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის რჩეულთა სიაში. დარწმუნებული ვარ, მალე ‘ოქროს წერაყინსაც’ ვიხილავთ საქართველოში“, - დაწერა საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე.

📸 | არჩილ ბადრიაშვილის ფოტოები

ქართული ასვლები ‘ალპინიზმის ოსკარზე’

2018 - ლარკია 6,425 ჰიმალაი
პირველ-ასვლა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელი "ქართული გზა"
ბადრიაშვილი-ტეფნაძე-გელაშვილი

2019 - შხარა 5,203 პირველ-ასვლა ზამთარში
საქართველოდან, ახალი გზით, ალპურ სტილში
ბადრიაშვილი-ტეფნაძე

2020 - პანგპოჩე I 6,620 და პანგპოჩე II 6,504
ჰიმალაი, პირველ-ასვლები, ალპურ სტილში
ტეფნაძე-გელაშვილი-ბადრიაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები