Thumbnail

ლოკომოტივს ჭიაბრიშვილი გაწვრთნის - მისი დებიუტი დინამო ბათუმთან შედგება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

თბილისის ლოკომოტივს ხვალიდან გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს. მხარეებმა 3.5-წლიანი კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა, 7 ივლისს კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

▶️ გიორგი ჭიაბრიშვილი - ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელი ✊🔴⚽️ ▶️ იხილეთ ვრცლად - https://bit.ly/3f5U4Rs

Posted by FC Locomotive Tbilisi on ორშაბათი, 06 ივლისი, 2020

ამგვარად, 9 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში, დინამო ბათუმის წინააღმდეგ, ლოკომოტივს უკვე ჭიაბრიშვილი გაუძღვება.

ის ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ საბურთალოსთან ერთად, ჭიაბრიშვილს ეროვნული ლიგა და საქართველოს თასი აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივის უწინდელი თავკაცი სოსო ფრუიძე იყო, რომლის განთავისუფლების შესახებ კლუბმა განცხადება ასევე დღეს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლო ამბები