Thumbnail

მატა მანჩესტერიდან მიდის - ესპანელი ფეხბურთელი თურქულ გრანდს სურს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხუან მატას იუნაიტედში 6 წელი აქვს გატარებული
  • მის მიმართ ინტერესს სტამბოლის ფენერბაჰჩე იჩენს

ხუან მატა ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებას აპირებს. თურქული მედიის ცნობით, მის მიმართ ინტერესს ფენერბაჰჩე იჩენს. სულშერი მანჩესტერში ახალ გუნდს აშენებს და მომავალი სეზონისთვის, მატა მის გეგმებში აღარ შედის.

ბრუნო ფერნანდეშის იუნაიტედში მისვლის შემდეგ, ესპანელის სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდა. პოგბასა და ფერნანდეშის დუეტის ფონზე, ის შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. მატას კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება, თუმცა ესპანელს გუნდიდან წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

32 წლის მატას იუნაიტედში 252 მატჩი აქვს ჩატარებული. ის მანჩესტერში ჩელსიდან 37 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა. 6 სეზონში ხუანის მონაგარი 48 გოლი და 42 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები