Thumbnail

პელეგრინი ისევ ესპანეთში იმუშავებს - ორწლიანი კონტრაქტი ჩილელს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 66 წლის მანუელ პელეგრინი ბეტისს 2022 წლამდე გაწვრთნის
  • სევილიელები ჩილელ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს 3 კვირა აწარმოებდნენ

ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ბეტისში იმუშავებს. სევილიური მედიის ინფორმაციით, ის ლა ლიგის კლუბთან კონტრაქტს 2022 წლამდე გააფორმებს.

პელეგრინის ესპანეთში მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2004-2009 წლებში ვილიარეალს წვრთნიდა, ერთი სეზონი რეალის თავკაცი იყო, ხოლო 2010-13 წლებში მალაგას ავარჯიშებდა.

ჩილელმა სპეციალისტმა 2013-2014 წლების სეზონში მანჩესტერ სიტისთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. 66 წლის მწვრთნელმა რამდენიმე მილიონი ჩინეთშიც გამოიმუშავა, როდესაც ჰებეიში დაინიშნა. ბოლოს ის ვესტ ჰემს ხელმძღვანელობდა, საიდანაც 2019 წლის დეკემბერში გამოუშვეს.

ბეტისს ამ სეზონში სერიოზული პრობლემები აქვს. კლუბს 38 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. წინა მწვრთნელი რუბი დაკავებული თანამდებობიდან ორი ტურის წინ გაათავისუფლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები