Thumbnail
  • 📅 7 ივლისი | ⌚ 23:45 | ⚽ მილანი V იუვენტუსი
  • იუვენტუსს მილანთან 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
  • ტურინულ გრანდს დიბალა და დე ლიხტიც გამოაკლდა
  • მილანი რესტარტის შემდეგ ძალიან კარგ ფორმაშია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

რესტარტის შემდეგ იუვენტუსმა ოთხივე თამაში მოიგო, ლაციომ კი 2 მარცხი იწვნია - შედეგად, ტურინელები რომაელებს უკვე 7 ქულით უსწრებენ, სეზონის დასრულებამდე კი 8 ტურია დარჩენილი. 8 ტური ცოტა არ არის, მაგრამ თუ იუვენტუსის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, 7-ქულიანი უპირატესობაა დიდი. 31-ე ტური სამშაბათს, ორი მატჩით იწყება: იუვენტუსი მილანს ესტუმრება, ლაციო - ლეჩეს.

გაინტერესებთ, როდის მოუგო მილანმა ბოლოს იუვეს? 2016 წლის 22 ოქტომბერს (1:0). ერთ დროს იტალიის ჩემპიონატის მთავარი დაპირისპირება, წლებია, ჩრდილშია იმის გამო, რომ მილანი დიდი მიზნებისთვის ვეღარ იბრძვის. ამ სეზონშიც, მილანის პროგრამა მაქსიმუმი ევროპალიგაზე მოხვედრაა. 30 ტურის შემდეგ როსონერი მე-7 ადგილზეა. თუმცა, რესტარტის შემდეგ მილანელები კარგად გამოიყურებიან - ოთხი თამაშიდან 3 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. წინა ტურში მილანმა სულაც ლაციო დაამარცხა - სტუმრად და თანაც 3:0.

📺 ვიდეო: ლაციო 0:3 მილანი (მიმოხილვა)

 

იუვენტუსი სტაბილურად მიიწევს კიდევ ერთი “სკუდეტოსკენ”. მაურიციო სარის გუნდმა რესტარტის მერე სერია A-ში ყველა თამაში მოიგო. თუმცა ტურინულ გრანდს მილანთან მატჩისთვის საკადრო პრობლემები ძალიან მოუმრავლდა. ალექს სანდროს, დე შილიოს, ხედირას, კიელინისა და დემირალის ტრავმებს პაულო დიბალას და მატეის დე ლიხტის დისკვალიფიკაციები დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვის ცენტრეში ლეონარდო ბონუჩისთან ერთად დანიელე რუგანიმ უნდა ითამაშოს, წინა ხაზზე კი, ძირითადში გონსალო იგუაინი მოხვდება.

📺 ვიდეო: იუვენტუსი 4:1 ტორინო (მიმოხილვა)

საინტერესო ფაქტები

⚽ იტალიის სერია A-ში იუვენტუსის ბოლო 18 მატჩიდან 15-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ტურინულმა გრანდმა სერია A-ში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო.

⚽ ამ გუნდების მონაწილეობით მილანში გამართული ბოლო 10 მატჩიდან 9-ში 2,5-ზ ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ იუვენტუსს იტალიის ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ იუვენტუსს მილანთან (ყველა ტურნირზე) 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ იუვენტუსმა მილანისგან ბოლო 7 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.

⚽ მილანი ბოლო დროს კარგ ფორმაშია: რესტარტის შემდეგ სერია A-ში 4 მატჩიდან 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ამ 4 შეხვედრაში როსონერის მინიმუმ 2-2 გოლი გაჰქონდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-1-2): დონარუმა - კონტი, კიაერი, რომანიოლი, ერნანდესი - სალემაკერსი, კესიე, ბენასერი - ბონავენტურა - პაკეტა, იბრაჰიმოვიჩი.
ტრავმა: კასტილეხო, მუსაკიო, დუარტე, ჩალჰანოღლუ

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, რუგანი, დანილო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი, იგუაინი, რონალდო.
ტრავმა: ალექს სანდრო, ხედირა, დე შილიო, დემირალი, კიელინი
დისკვალიფიკაცია: დიბალა, დე ლიხტი

კომენტარები

ბოლო ამბები