Thumbnail
  • მომავალი წლის დასაწყისში საქმეში ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებს ვიხილავთ
  • იანვარშივე საქართველოს ეროვნულ გუნდს ევრო-2024-ის პირველი შესარჩევი რაუნდი ელის

საქართველოს ხელბურთელთა ორი ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაისად იანვარში იასპარეზებს. ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 8-17 იანვარს ლატვიაში – ახალგაზრდულ ნაკრებს ვიხილავთ, ხოლო 25-31 იანვარს, მაკედონიაში – ჭაბუკთა ნაკრებს.

ორივე ეს შეჯიბრება 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ახლა, ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასკომმა ტურნირის ახალი ვადები დაადგინა. ასაკობრივი კატეგორიები იგივეა. ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა ნაკრებში ითამაშებენ 2000 წელს და გვიან დაბადებული ხელბურთელები, ხოლო ჭაბუკთა, 18 წლამდელთა ნაკრებებში – 2002 წელს და გვიან დაბადებულები.

2019 წლიდან ამ ჩემპიონატების ფორმატში სიახლეა: გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების მსოფლიო ჩემპიონატების პირდაპირ საგზურს მიიღებენ. 2021 წელს ორი ასეთი მსოფლიო ჩემპიონატია 21 და 19-წლამდელთა შორის.

საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს მნიშვნელოვანი მატჩები ელით

2021 წლის იანვარში ევროპულ შეჯიბრებებში მორიგეობით ჩაებმება საქართველოს სამი ნაკრები. 2-8 იანვრის პერიოდში ჩვენს ეროვნულ გუნდს უწევს ევრო-2024-ის პირველი შესარჩევი რაუნდი, 8-17 იანვარს ახალგაზრდული გუნდის ჯერია, ხოლო 25-31 იანვარს საქმეში ჭაბუკები ჩაერთვებიან.

ახალგაზრდულმა და ჭაბუკთა ნაკრებებმა 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყეს მზადება ევროპის მომავალი ჩემპიონატებისთვის, გაიარეს რამდენიმე საწვრთნელი შეკრება, მაგრამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მხოლოდ ონლაინ-ვარჯიშებით შემიოფარგლნენ.

ახალი სეზონის პირველი საწვრთნელი შეკრების ჩატარება 2020 წლის აგვისტოში იგეგმება. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, იქამდე სპორტულ დარბაზებში უნდა განახლდეს საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესი.

ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები, 2020

კაცები, U20. 8-17 იანვარი 2021, ლატვია

A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი, ბელგია.
B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო.
გამარჯვებული იღებს 2021 წლის 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

კაცები, U18. 25-31 იანვარი 2021, მაკედონია

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი.
B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია.
გამარჯვებული იღებს 2021 წლის 19 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

კომენტარები

ბოლო ამბები