Thumbnail
  • იძულებითი შესვენება პანდემიასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა გამოიწვია
  • დინამო თბილისს შემოდგომაზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებიც ელის

წყალბურთის კლუბმა დინამო თბილისმა სამთვიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა. ნათელია, რომ იძულებითი პაუზა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებით იყო გამოწვეული.

ამ ეტაპზე, დინამოელები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან

პირველ ეტაპზე გუნდი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოშია დაგეგმილი, შემოდგომიდან კი, დინამოელებს ჩემპიონთა ლიგის თამაშებიც ელით.

ევროპის საუკეთესო 12 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება და შეჯიბრში 11 ნოემბრიდან ჩაერთვება, ჯგუფების 4-4 საუკეთესო კი, რვათა ფინალში გავა და 4-6 ივნისს ჩემპიონობისთვის ჰანოვერში (გერმანია) იბრძოლებს.

🤽‍♂️ სამთვიანი შესვენების შემდეგ “დინამო თბილისმა” ვარჯიში განაახლა. 🏆 პირველ ეტაპზე გუნდი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოს თვეშია დაგეგმილი. #დინამოერთობაშია #წყალბურთი #waterpolo

Posted by WPC Dinamo Tbilisi on ორშაბათი, 06 ივლისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები