Thumbnail

ჩელსი 3:1 ნიუკასლი

შაბათის მატჩები ჩელსი - ნიუკასლის შეხვედრით დაიწყო. რაფაელ ბენიტესი თავის ყოფილ გუნდთან ალვარო მორატას და ედენ აზარის გოლების შემდეგ სტემფორდ ბრიჯზე 3:1 დამარცხდა.

ბრაიტონი 1:5 ლივერპული

ლივერპული სამხრეთით ზღვისპირა კურორტს - ბრაიტონს ეწვია და ადგილობრივი გუნდი დიდი ანგარიშით - 1:5 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში გერმანიის ნაკრების წევრმა ემრე ჯანიმ გახსნა, რობერტ ფირმინომ კი ანდალუსიაში სევილიასთან გატანილ დუბლს დღეს კიდევ ერთი დუბლი დაუმატა. შეხვედრის ბოლოს 2 საგოლე გადაცემის ავტორმა ფილიპ კოუტინიომ სხვაობა გაზრდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ლუის დანკის მიერ დამატებით დროში გატანილმა ავტო გოლმა დააფიქსირა.

ლივერპულელები კოუტინიოს გოლის შემდეგ

ევერტონი 2:0 ჰადერსფილდი

მერსისაიდულ ლურჯ მხარეს კი ევერტონმა გუდისონზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და მეათე ადგილზე გადაინაცლვა. გილფი სიგურდსონის გოლს, შეხვედრის ბოლოს უეინ რუნის ბრწყინვალე პასის შემდეგ კალვერტ-ლევინმა მეორე დაუმატა და სკაუზერებმა 2:0 გაიმარჯვეს. 

გილფი სიგურდსონმა 47-ე წუთზე გახსნა ანგარიში

ჰადერსფილდთან მოგება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის პირველი 3 ქულა აღმოჩნდა, სემ ელერდაისმა მატჩის წინ ევეტონში მის დანიშვნაზე ისაუბრა. "ევერტონიდან რომ დამირეკეს, წინადადებას არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი. ეს ნიუკასლის შემდეგ ალბათ საუკეთესო შანსია ჩემ კარიერაში. ასეთი კარგი გუნდი ჯორდების მერე ჩემთვის არ ჩაუბარებიათ." - განაცხადა ელერდაისმა.

ჩემით დაინტერესნდენ და მეც ჩამოვედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებოდი ისევ დუბაიში და სითბოში გავატარებდი ზამთარს

ვეტერან ინგლისელს ლივერპულელებმა 18 თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, იყო ჭორები რომ სეზონის ბოლომდე დარჩენას სთავაზობდნენ, რაც პრესამ ხელმძღვანელობის მიერ მწვრთნელისადმი ზერელე დამოკიდებულებად აღიქვა, თუმცა დიდი სემი ასე არ ფიქრობს. "18 თვიანია თუ 2 თვიანი, ამას დღევანდელ ფეხბურთში მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველაფერი მარტივად არის - თუ იგებ და კარგ ფორმაში ხარ არავინ შეგაწუხებს, თუ აგებ რა ხანგრძლივობის კონტრაქტიც არ უნდა გქონდეს, პოსტიდან უცებ მოგხსნიან. ჩემით დაინტერესნდენ და მეც ჩამოვედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებოდი ისევ დუბაიში და სითბოში გავატარებდი ზამთარს."

სემ ელერდაისი

ელერდაისი მარკო სილვაზე კითხვამაც გააღიზიანა, როდესაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ სწორედ პორტუგალიელი იყო ევერტონის პირველი არჩევანი. "ცუდად არ გამიგოთ, ყველა მწვრთნელს და კოლეგას პატივს ვცემ, მაგრამ თუ გადავხედავთ სილვას და ჩემ კარიერას პრემიერლიგაში, მგონი ყველაფერი ნათელია. ყველაფერს რომ შევეშვათ, ჩემ ხელში გუნდი პრემიერლიგადნ არასოდეს გავარდნილა, რასაც ვერ ვიტყვით სილვაზე და უოტფორდი ჯერ მხოლოდ მისი მეორე გუნდია."

უოტფორდი 1:1 ტოტენჰემი

მარკო სილვას უოტფორდი კი აგრძელებს წაუგებელ სერიას, დღეს ყვითლებმა სახლში ტოტენჰემთან ფრე - 1:1 ითამაშეს. მეცამეტე წუთზე კაბასელეს გოლს, 25-ზე სონმა უპასუხა. ტოტენჰემი უკვე ოთხი მატჩია ვერ იგებს და ოთხეულსაც უფრო სცილდება. ჩემპიონთა ლიგაზე პოჩეტინოს გუნდის კარგი გამოსვლა, პრემიერლიგაზე ნეგატიურად აისახა და ლონდონელებმა ნელ-ნელა ფორმა დაკარგეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები