Thumbnail

'კბილები მრთელი დამრჩა' - ზელანდიელი მორაგბის უმძიმესი ტრავმა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სია სოლიოლა მეტოქეს თავით შეასკდა და მრავლობითი მოტეხილობა მიიღო
  • მან შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და იუმორის გრძნობაც შეინარჩუნა 

ავსტრალიური კანბერას ახალზელანდიელმა მორაგბე სია სოლიოლამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, თუმცა, მომხდარს იუმორით შეხვდა და სოციალურ ქსელში შესაბამისი პოსტიც დადო.

33 წლის მეორეხაზელი ავსტრალიის რაგბილიგის მორიგ ტურში სენტ ჯორჯის მორაგბე ბლეიკ ლოურის შეასკდა და სისხლში მოსვრილი მყის კლინიკაში გადაიყვანეს. სოლიოლას სახის მრავლობითი მოტეხილობა დაუდგინეს და სავარაუდოა, რომ არაერთი ოპერაციის გაკეთება მოუწევს.

იმის დასტურად, შეჯახება რამდენად ძლიერი იყო, ზელანდიელმა მორაგბემა ინსტაგრამზე მისი რენტგენის ფოტო დადო ასეთი მინაწერით: “ყოველ შემთხვევაში, კბილები მრთელი დამრჩა”. სურათის ნახვის შემდეგ, სიას ირონია ნამდვილად დასაფასებელი გახლავთ.

ამჟამინდელი ინფორმაციით, სოლიოლას იძულებითი უქმობა 6-8 კვირა მოუწევს, უარესი გათვლებით კი, ის მინდორზე 3-4 თვე ვერ გავა, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები