Thumbnail
  • 'ისინი თორნიკეს ოჯახთან დაახლოებული ადამიანები არიან'
  • ქართველ კალათბურთელს მოსკოვში სამედიცინო გამოკვლევისთვის ელიან

ცნობილმა რუსმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერზე და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია:

“რატომ გაიწელა შენგელიას ტრანსფერის გამოცხადება? უნდა გვესმოდეს, რომ კალათბურთელებთან მოლაპარაკებების დროს ხშირად გარკვეული პრობლემები ჩნდება. კონკრეტულად, ცსკასა და თორნიკეს შორის რა ხდება, ვერ გეტყვით, თუმცა, ჩემმა თბილისელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია. ისინი შენგელიას ოჯახთან დაახლოებული ადამიანები არიან. ის მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს და სიღრმისეული სამედიცინო გამოკვლევა გაიაროს. ოფიციალურ განცხადებას სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდეთ”.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე ბოლო პერიოდია ბევრი იწერება და საერთო აზრით, მართლაც ყველაფერი შეთანხმებულია. თოკოს ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა, რუსულმა გრანდმა უკვე ყველაფერი მოაგვარა. ქართველი მძიმე ფორვარდი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობს. ახლახან მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბარსელონასთან ფინალში შენგელიამ 14 ქულა ჩააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები