Thumbnail

ფრანკ რიბერი გაქურდეს - ფეხბურთელის სახლიდან ძვირფასეულობა წაიღეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიორენტინას 37 წლის ნახევარმცველს ფლორენციაში სახლი გაუქურდეს
  • ქურდები სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ფრანგი შინ არ იმყოფებოდა

ფიორენტინას ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გაქურდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 37 წლის ფრანგი ფეხბურთელის ფლორენციულ სახლში კრიმინალები მაშინ შევიდნენ, როდესაც ის შინ არ იმყოფებოდა.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუმცა იუწყებიან, რომ წაღებულია ძვირფასეულობა და რამდენიმე ძვირფასი ნივთი. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

თავად რიბერიმ გაქურდვის ფაქტის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც სერია A-ს 30-ე ტურში, სტუმრად პარმასთან ჩატარებული მატჩის (2:1) შემდეგ, შინ დაბრუნდა.

მიმდინარე სეზონში ვეტერანმა ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატის 15 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. ფიორენტინა ამჟამად სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა

ფრანკ რიბერი ფლორენციულ კლუბში მიუნხენის ბაიერნში გატარებული 12 წელიწადის შემდეგ გადავიდა. ფრანგი კარიერის განმავლობაში ასევე იცავდა მარსელის, გალათასარაის, მეცისა და სხვა ფრანგული კლუბების ღირსებას.

კომენტარები

ბოლო ამბები