Thumbnail
  • ხამეს როდრიგესმა ზიდანს ბილბაოსთან თამაშზე უარი უთხრა
  • კოლუმბიელის კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილია

როგორც ზინედინ ზიდანის მატჩის შემდგომი პრესკონფერენციიდან ირკვევა, რეალის ერთ-ერთი ვარსკვლავის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია.

ზიდანის თქმით, კოლუმბიელმა ხამეს როდრიგესმა ბილბაოს თამაშის წინ მას სთხოვა, რომ არ ეთამაშებინა.

კოლუმბიელს მადრიდის დატოვება სურს

რეალს თამაში ყოველ სამ დღეში ერთხელ უწევს, ხამესის უარი კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - მას გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს, მეტიც, ეს ახლო მომავლის ამბავია და არ სურს, რომ ტრანსფერი ტრავმამ ჩაუშალოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ხამესი ითამაშებს და ტრავმას მიიღებს, ახალმა გუნდმა მისი ყიდვა შეიძლება გადაიფიქროს და მას ისევ რეალში დარჩენა მოუხდება, სადაც ზიდანი მას ნაკლებად ენდობა და ცოტას ათამაშებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მადრიდელები კოლუმბიელს მცირე თანხად, დაახლოებით 20-25 მილიონად შეელევიან.

კომენტარები

ბოლო ამბები