Thumbnail

ერევნის პიუნიკის მთავარმა მწვრთნელმა რომან ბერეზოვსკიმ, რომელიც ამავდროულად, სომხეთის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრიცაა, უეფას 2020/21 წლების ერთა ლიგაში თავისი ნაკრების შანსებზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და სომხეთის ნაკრებები C ლიგის მე-2 ჯგუფში ერთად მოხვდნენ, სადაც ასევე მაკედონია და ესტონეთი გამოდიან.

რომან ბერეზოვსკიმ სომხეთის ნაკრებში ახალდანიშნულ მთავარ მწვრთნელზე, ესპანელ ხოაკინ კაპაროსსა და ერთა ლიგაში თავის მოლოდინზე ისაუბრა:

რომან ბერეზოვსკი მუნდიალის საგზურს უმინზებს

"სომხეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ხოაკინ კაპაროსი უმაღლესი დონის პროფესიონალია. კაპაროსმა თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად საქმეს ხელი ძალიან სერიოზულად მოკიდა. 

სომეხი ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატში გამოდიან, 1-ელი ივლისიდან ლეგიონერებად აღარ ითვლებიან და შედეგად, მათ მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ. არის კიდევ სხვა რეზერვი - კანდიდატები ევროპიდან და სამხრეთ ამერიკიდან, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში სომხეთში გამოდიან და აქვთ უფლება, მიიღონ საფეხბურთო მოქალაქეობა და ითამაშონ ნაკრებში. ასევე არიან ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელებიც, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო…

წინ უეფას ერთა ლიგაში გამოსვლა გველი. მიმაჩნია, რომ მაკედონია, ესტონეთი და საქართველო ისეთი მეტოქეები არიან, რომლებთან გამკლავება შეგვიძლია და იმედი მაქვს, სომხეთის ნაკრებს აქვს ყატარში გასამართ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსი", - ამბობს სომხეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, რომელსაც კარიერის მანძილზე რამდენიმე რუსულ კლუბში უთამაშია.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში სომხეთს სტუმრად 11 ოქტომბერს დაუპირისპირდება, 15 ნოემბერს კი საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები