Thumbnail

'ჯოკოვიჩის დადანაშაულება არასწორია' - დომინიკ ტიმის მამის განცხადება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი დომინიკ ტიმის მამამ დაიცვა
  • მისი თქმით, ნოლეს არაფერი დაუშავებია, ყველანი უყურადღებოდ იყვნენ

ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებული "ადრია-ტური" რამდენიმე სპორტსმენის ინფიცირების წყარო გახდა. მათ შორის არის ავსტრიელი დომინიკ ტიმი. თუმცა ტიმის მამა, რომელიც მისი მწვრთნელიცაა, მიიჩნევს, რომ ყველაფერში ჯოკოვიჩის დადანაშაულება არასწორია.

ვოლფგანგ ტიმი: "ადრია-ტურზე რაც მოხდა, არ მომეწონა, მაგრამ ჯოკოვიჩის დადანაშაულება და ყველაფრის მასზე დაბრალება, ზედმეტად იაფფასიანი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, კლუბში ცეკვის იდეა საუკეთესო არ იყო, თუმცა ჯოკოვიჩს არასწორად არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ, ისინი ყველანი ცოტა მოშვებულები იყვნენ".

ტიმის მამა იმასაც მიიჩნევს, რომ ტურნირმა, რომელსაც საქველმოქმედო მიზნები ჰქონდა, გაამართლა და ბავშვებში კიბოსთან საბრძოლველად, მოთამაშეებს სახსრების შეკრებაში დაეხმარა.

თავად ჯოკოვიჩმა და მისმა ცოლმა კორონავირუსი უკვე დაამარცხეს და მათი ბოლო ტესტები უარყოფითი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები