Thumbnail
  • ბილბაოსა და რეალის მატჩში მსაჯობან კითხვის ნიშნები გააჩინა
  • ბარსელონას ბანაკში ამტკიცებენ, რომ VAR რეალს ეხმარება

ბილბაოსთან რეალის გამარჯვებას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მსაჯმა რეალს პენალტი საკამათო სიტუაციაში მისცა, მერე კი, დაახლოებით ანალოგიურ მომენტში, ბილბაოს პენალტზე უარი უთხრა. ორივე შემთხვევაში არბიტრი VAR-ის დახმარებით სარგებლობდა. 

მატჩის შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილებებს არამხოლოდ ბასკები, არამედ საჩემპიონო ბრძოლაში რეალის მთავარი კონკურენტი ბარსელონაც აპროტესტებდა. მით უმეტეს, რომ ბოლო კვირებში ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა VAR-ის დახმარებით რეალმა მისთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიიღო.

📋 მეტი ამ თემაზე

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ: 'VAR ამ სეზონში არ გვაძლევს იმას, რისი იმედიც გვქონდა. კარანტინის შემდეგ ბევრ თამაშში მას თანაბრად არ იყენებენ. ეს სისტემა მსაჯებს უნდა ეხმარებოდეს, თუმცა ვხედავთ, რომ ის ზოგ გუნდს ზედმეტად ეხმარება, ზოგს კი - საერთოდ არა.'

ბარტომეუს პოზიცია გაიზიარა ჟერარდ პიკემაც, რომელმაც ასევე რეალის სასარგებლოდ მსაჯის შეცდომებზე გააახვილა ყურადღება.

📺 ვიდეო: ბილბაო 0:1 რეალი [მიმოხილვა]

 

კომენტარები

ბოლო ამბები