Thumbnail

MARCA ყაზაიშვილის გოლზე: მესი არგენტინაში არ თამაშობს, მაგრამ საქართველოშია?

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანური გამოცემა ვაკო ყაზაიშვილის გოლს გამოეხმაურა.

საქართველოსა და ესტონეთის ამხანაგურ შეხვედრაში, ვაკო ყაზაიშვილმა სტუმრებს ულამაზესი გოლი გაუტანა. ვაკოს გოლს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ესპანურმა გამოცემა მარკამ ყაზაიშვილის გოლი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა:

''მესი არგენტინის ნაკრებში არ თამაშობს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში?''

MARCA: ვალერი ყაზაიშვილმა ესტონეთთან ულამაზესი გოლი გაიტანა, ის მოედნის ცენტრიდან დაიძრა, რამდენიმე მეტოქეს ისე გასცდა, რომ არგენტინელთა ათიანი გაგახსენდებოდათ. ბრწყინვალე შეტევა საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმით დაასრულა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2018 წელს ჩატარებული ორივე მატჩი მოიგო, თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვია საკუთარ კარში. ყაზაიშვილს ნაკრების მაისურით რვა გატანილი გოლი დაუგროვდა.

ვლადიმირ ვაისი: კარგია, რომ მოვიგეთ! ცუდია, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ...
ვაკოს გოლი-შედევრი | საქართველომ ესტონეთიც დაამარცხა

კომენტარები

ბოლო ამბები