Thumbnail

ხორხე მასვიდალი უსმანს შეხვდება - დიდ ბრძოლას კორონავირუსი დაეხმარა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • 11 ივლისს ხორხე მასვიდალი კამარუ უსმანს შეებრძოლება
  • უსმანს ბარნსთან უნდა ეჩხუბა, თუმცა მას კორონავირუსი აღმოაჩნდა
  • მასვიდალს მომზადებისთვის დრო არ აქვს

ბრძოლების გულშემატკივარი იმ ჩხუბს იხილავს, რომელსაც დიდხანს ელოდა - ხორხე მასვიდალი კამარუ უსმანს დაუპირისპირდება და ეს სულ მალე, 11 ივლისს, აბუ დაბიში, ე.წ. 'მებრძოლთა კუნძულზე' შედგება. ეს ბრძოლა შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ უსმანის თავდაპირველ მეტოქეს, ჯილბერტ ბარნსს კორონავირუსი აღმოაჩნდა. UFC იძულებული გახდა, რომ უსმანისთვის მეტოქე სასწრაფოდ მოეძებნა. ამ შეთავაზებას მასვიდალი მოულოდნელად დათანხმდა იმ პირობებში, როდესაც ბრძოლისთვის მოსამზადებლად მას დრო ფაქტობრივად არ აქვს.

უსმანს შერეულ ბრძოლებში 17-დან 16 გამარჯვება აქვს. ის Welterweight-ის ჩემპიონია. მასვიდალს 48 ბრძოლაში 13 მარცხი აქვს, თუმცა UFC-ში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და სწრაფად პროგრესირებად მებრძოლად მიიჩნევა. უსმანის დამარცხება მას ჩემპიონის ტიტულს მოუტანს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დიდი ბონუსის გარდა, UFC მასვიდალს მარცხის შემთხვევაში მატჩ-რევანშსაც დაპირდა და ისიც მხოლოდ ამიტომ დათანხმდა უსმანთან, ფაქტობრივად, მოუმზადებლად ჩხუბს.

ინტერესს კიდევ უფრო ზრდის მებრძოლთა განსხვავებული სტილი. უსმანი ძალიან მაგრად ჭიდაობს, მასვიდალი კი ფეხზე დგომას ამჯობინებს და კრივშია ძალიან კარგი. მასვიდალმა კორონავირუსზე ტექსტი საქართველოს დროით დღეს გამთენიისას უკვე გაიარა.

კომენტარები

ბოლო ამბები