Thumbnail
  • ეგვიპტელი ფორვარდის მონაგარი 73 გოლი და 27 საგოლე პასია
  • მას ამ მაჩვენებლის დასაფიქსირებლად 116 მატჩი დასჭირდა

ინგლისური ლივერპულის ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის 34-ე ტურში ბირმინგემის ასტონ ვილასთან მატჩში საგოლე პასი მიითვალა და “გოლი+პასის” სისტემით 100 ულას უწია.

სალაჰს ინგლისის ჩემპიონატის 116 შეხვედრაში უკვე 73 გოლი და 27 საგოლე გადაცემა აქვს. უფრო სწრაფად ამგვარი შედეგი მხოლოდ ალან შირერს აქვს დაფიქსირებული, რომელსაც 100 ქულამდე ასასვლელად 100 თამაში ეყო.

მოჰამედი ლივერპულში 2017 წლის ზაფხულში იტალიური რომადან 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელ ლეგიონერს 29 მატჩში 17 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლივერპულელებმა ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდეს. სალაჰის გუნდს 33 ტურის თავზე 89 ქულა აქვს და ამ დროისთვის, მე-2 ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 23 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები