Thumbnail

‘ძალიან გაბრაზებული ვარ, რბოლას ვიგებდი!’ - ალბონი ჰემილტონს დაელაპარაკება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფორმულა 1-ის გულშემატკივრებმა ‘რედ ბულ რინგზე’ გამართული პირველი რბოლის საუკეთესო პილოტად ტაილანდელი ალექსანდერ ალბონი დაასახელეს. რედ ბულის მრბოლელს ჰქონდა იმის შანსი, რომ გამარჯვებისთვის ებრძოლა, მაგრამ მეორე ადგილისთვის დუელში ლუის ჰემილტონის ბოლიდთან კონტაქტმა პოზიციები დააკარგვინა, მერე კი რბოლას გამოეთიშა.

'რბილი საბურავების გამო მომდევნო წრეზე ალბათ ბოტასსაც გავასწრებდი'

“რბოლა დიდი ხანია, დამთავრდა, მაგრამ მე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ. ამიტომ სიტყვების შერჩევისას ფრთხილად უნდა ვიყო. ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა, რომ გაბრაზებული ვარ. მგონია, რომ ჩვენ მარტივად შეგვეძლო ამ რბოლის მოგება. ლუისთან კონტაქტი მოსახვევის გვიან ნაწილში იყო, რამაც გამაკვირვა. მე მას საკმარისი ადგილი დავუტოვე და მას უნდა გადაეწყვიტა, სურდა თუ არა შეჯახება. ლუისს აუცილებლად დაველაპარაკები, როცა ემოციები ჩაცხრება,” - უთხრა ალბონმა რბოლის შემდეგ BBC-ს, - არაჩვეულებრივი სტრატეგია გვქონდა. მარტივად შემეძლო ამ რბოლის მოგება. რბილი საბურავების გამო მომდევნო წრეზე ალბათ ბოტასსაც გავასწრებდი.”

📺 ვიდეო: ავსტრიის გრანპრის მიმოხილვა

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრი სწორედ ვალტერი ბოტასმა (მერსედესი) მოიგო. მეორე ადგილზე შარლ ლეკლერი (ფერარი) გავიდა, მესამეზე კი, ყველასათვის მოულოდნელად, ლანდო ნორისი (მაკლარენი). ეს მის კარიერაში პირველი პოდიუმია. ჰემილტონი ალბონთან ავარიის გამო 5 წამით დააჯარიმეს. აღსანიშნავია, რომ რბოლას საერთო ჯამში ნაადრევად 9 პილოტი გამოეთიშა - კვიატი, ალბონი, რაიკონენი, რასელი, გროსჟანი, მაგნუსენი, სტროლი, რიკარდო და ფერსტაპენი.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები