Thumbnail

‘მსაჯების გამო არავინ იგებს და აგებს’ - სერხიო რამოსმა ბილბაოსთან მატჩი შეაფასა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალმა ბილბაოს ატლეტიკი სტუმრად 1:0 დაამარცხა
  • გამარჯვების გოლი ისევ სერხიო რამოსმა გაიტანა, ისევ პენალტით
  • მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა კაპიტანს რამდენიმე კითხვა დაუსვეს

ზედიზედ მესამე 1:0 - მადრიდის რეალმა ბილბაოში ურთულესი მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გუნდმა წინა ტურში, ხეტაფესთანაც პენალტით მოიგო, რომელიც სერხიო რამოსმა ისევ უნაკლოდ შეასრულა.

📺 ვიდეო: ბილბაო 0:1 რეალი [მიმოხილვა]

სამეფო კლუბის კაპიტანმა ზედიზედ მე-7 გამარჯვება ასე შეაფასა: ”ისევ დავამტკიცეთ, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო. დარჩენილ ტურებში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. წინ კიდევ 4 მატჩია და იმედი მაქვს, ჩემპიონობას ბოლო ტურამდე ვიზეიმებთ.”

'მხოლოდ ინდივიდუალური პრიზები რომ იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაშინ ცხოვრებას ჩოგბურთს მივუძღვნიდი'

რესტარტის შემდეგ რეალმა შვიდივე თამაში მოიგო და ამ 7 შეხვედრაში რამოსს 5 გოლი აქვს გატანილი! “რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ისევ გავიტანე. გოლის გატანა მოტივაციას ყოველთვის მმატებს. მაგრამ მთავარია მოვიგოთ და ვინ გაიტანეს, ეს სულერთია. მხოლოდ ინდივიდუალური პრიზები რომ იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაშინ ცხოვრებას ჩოგბურთს მივუძღვნიდი,” - აღნიშნა კაპიტანმა და დაცვის ხაზი შეაქო: “რეალის დაცვა ძალიან მშვიდად და სოლიდურად გამოიყურება. ამას წინახაზელი ფეხბურთელებიც გრძნობენ და უფრო დიდი თავდაჯერებით თამაშობენ. ჩვენი დაცვა შესანიშნავად გამოიყურება და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ თამაშებს ვიგებთ.”

ჟურნალისტებმა მას მსაჯზეც ჰკითხეს - უფრო სწორად კი, იმაზე, რომ რეალი ბოლო დროს ბევრ პენალტს ურტყამს. სერხიო რამოსი: “ესპანეთის ჩემპიონატს მსაჯების გამო არავინ იგებს, ან აგებს. ფეხბურთელებს უნდა შეხედოთ. მსაჯები იმისთვის არიან, რომ მატჩს დაეხმარონ. ხანდახან სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, ხანდახან - არა. ჰო, რაულ გარსიას ცოტათი მოვარტყი ფეხსაცმელზე, მაგრამ მასთან ზურგით ვიდექი.”

მომდევნო მატჩს რეალი 11 ივლისს გამართავს - ზინედინ ზიდანის გუნდი 35-ე ტურში ალავესს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები