Thumbnail
  • ფორმულა 1-ის სეზონის პირველი გრანპრი ვალტერი ბოტასმა მოიგო
  • ლუის ჰემილტონი დააჯარიმეს და მეოთხე ადგილზე გავიდა
  • სებასტიან ფეტელმა რბოლა ჩააგდო, შარლ ლეკლერი მეორე იყო
  • სამეულში, ყველასათვის მოულოდნელად, ლანდო ნორისი მოხვდა

დაგვიანებული სეზონის პირველი რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო! ფინელმა ავსტრიის გრანპრიზე პოულ-პოზიციიდან დაიწყო და რბოლა, რომელიც საკმაოდ ქაოტური გამოვიდა, დამაჯერებლად მოიგო. მერსედესში მისი თანაგუნდელი და მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი რბოლის მიწურულს დააჯარიმეს და მეოთხე ადგილზე გავიდა. მეორე პოზიცია კი შარლ ლეკლერმა (ფერარი) დაიკავა. პოდიუმზე მოხვდა ლანდო ნორისიც (მაკლარენი).

მრბოლელები რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდნენ

სებასტიან ფეტელი დატრიალების შემდეგ ბოლო ადგილზეც კი აღმოჩნდა, მაგრამ რბოლა საბოლოოდ მე-10 ადგილზე დაასრულა და ქულების ზონაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სებამ სტარტი მე-11 ადგილიდან აიღო და პოზიციის გაუმჯობესება შეძლო, მაგრამ ერთ მომენტში გადააჭარბა და დაისაჯა. ეს იმ მომენტში მოხდა, როცა ფეტელი კარლოს საინსის გასწრებას ცდილობდა - ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფერარიში ფეტელი სწორედ საინსმა უნდა შეცვალოს. მათ შორის შეჯახების შემდეგ, საინსმა რბოლა განაგრძო, სებასტიანმა კი კონტროლი დაკარგა, მისი ფერარი დატრიალდა და გერმანელი მე-15 ადგილზე აღმოჩნდა.

მაქს ფერსტაპენისთვის გრანპრი ნაადრევად დასრულდა. ნიდერლანდელი რბოლას მე-11 წრეზე გამოეთიშა - იგი მე-2 ადგილზე იმყოფებოდა. მიზეზი: ტექნიკური დეფექტი! ფერსტაპენი, რომელსაც მანამდე ზედიზედ ორჯერ ჰქონდა მოგებული შპილბერგში, ამის გამო ძალიან გაბრაზდა. აღსანიშნავია, რომ რბოლას საერთო ჯამში ნაადრევად 9 პილოტი გამოეთიშა - კვიატი, ალბონი, რაიკონენი, რასელი, გროსჟანი, მაგნუსენი, სტროლი, რიკარდო და ფერსტაპენი.

ამ დროს კიმი რაიკონენის ბოლიდს ჯერ კიდევ 4 ბორბალი ჰქონდა...

ჰემილტონი ალბონთან ავარიის გამო დააჯარიმეს. ეს რბოლის ბოლოს, 67-ე წრეზე მოხდა. კომისიამ მოქმედ ჩემპიონს 5-წამიანი ჯარიმა მისცა. ბოტასი პირველ ადგილზე დარჩა, ლეკლერმა კი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. ლანდო ნორისის მესამე ადგილი კი უდიდესი სენსაციაა. ამის გამო მაკლარენის გარაჟში მაგრად იზეიმეს.

📺 ვიდეო: ავსტრიის გრანპრის მიმოხილვა

საერთო ჩათვლა - TOP 10

1. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 25

2. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 18

3. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 16

4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 12

5. კარლოს საინსი (მაკლარენი) - 10

6. სერხიო პერესი (რეისიგ პოინტი) - 8

7. პიერ გასლი (ალფატაური) - 6

8. ესტებან ოკონი (რენო) - 4

9. ანტონიო ჯოვინაცი (ალფა რომეო) - 2

10. სებასტიან ფეტელი (ფერარი) - 1

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები