Thumbnail

ჩავიმ ყატარელებთან კონტრაქტი გააგრძელა - ოღონდ, მასში სპეციალური პუნქტი შეიტანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კატალონიელთა ლეგენდის ბარსელონაში დაბრუნებაზე, ბოლო პერიოდია, ბევრი იწერება
  • ჩავი ალ სადს გასული წლის ზაფხულიდან წვრთნის და ეს, მისი პირველი სამუშაოა

ყატარული ალ სადის მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გუნდთან კონტრაქტი 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელა, თუმცა, ეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ესპანურ ბარსელონაში დაბრუნებას ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ლეგენდის მშობლიურ კლუბში უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში მისვლის შესახებ ბევრი იწერება, ამდენად, აღნიშნული ცნობა შესაძლოა, მოულოდნელად მოსჩანდეს, თუმცა, არსებობს ერთი დამატება.

საქმეს ის გახლავთ, რომ ჩავიმ ყატარულ კლუბთან ახალ კონტრაქტში სპეციალური პუნქტი შეატანინა, რომლის თანახმადაც შესაძლო შეთავაზების შემთხვევაში, მას ბარსაში წასვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.

“მოხარული ვარ, რომ ალ სადს მომავალშიც გავწვრთნი. გუნდის მიზანი ამჯერადაც ტიტულებისთვის ბრძოლა იქნება”, - განაცხადა ახალ კონტრაქტზე ხელისმოწერისას 40 წლის ჩავიმ, რომელიც ყატარელებს გასული წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს.

ცნობისთვის, ის კატალონიური გრანდის ახალგაზრდულ შემადგენლობაში ჯერ კიდევ 1991 წელს გამოჩნდა, კარიერა კი, ბარსელონაშივე 2015 წელს დაასრულა. ჩავის ესპანეთის ნაკრებში 133 მატჩი აქვს ჩატარებული, სამწვრთნელო ასპარეზზე კი, ალ სადი მისი პირველი კლუბია.

კომენტარები

ბოლო ამბები