Thumbnail

რონალდოს გარეშე - ანჩელოტიმ TOP XI-ში კრიშტიანო არ შეიყვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იტალიელი მწვრთნელი პორტუგალიელ ვარსკვლავთან ერთად რეალში მუშაობდა
  • ანჩელოტიმ შეტევის ხაზში, რონალდოს შევჩენკო და იბრაჰიმოვიჩი ამჯობინა

სახელოვანმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ამჟამად ლივერპულის ევერტონის თავკაცია, სიმბოლური ნაკრები შეაგდინა. ანჩელოტის თერთმეტეულში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებთან ერთადაც მას უმუშავია.

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი.

მცველები: კაფუ, ტიაგო სილვა, ჯონ ტერი, პაოლო მალდინი.

ნახევარმცველები: ფრენკ ლემპარდი, ანდრეა პირლო, ზინედინ ზიდანი, კაკა.

ფორვარდები: ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

საინტერესოა, რომ იტალიელი სპეციალისტის გუნდში ვერ მოხვდა კრიშტიანო რონალდო, რომელსაც კარლო მადრიდის რეალში 2013-15 წლებში წვრთნიდა.

ცნობისთვის, ევერტონში მისვლამდე, 61 წლის ანჩელოტი ნაპოლის, ბაიერნს, პსჟ-ს, ჩელსის, მილანს, იუვენტუსს, პარმასა და რეჯანასაც წვრთნიდა. მას ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ (2-ჯერ მილანში, ერთხელ – რეალში) აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები