Thumbnail

პსჟ ნეიმარის გაშვებას დათანხმდა - პარიზელებს ბარსას 2 ფეხბურთელი სურთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბრაზილიელმა ფორვარდმა ფრანგულ გრანდთან შეთანხმებას მიაღწია
  • ნეიმარის ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულს უნდა განხორციელდეს

ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა ფრანგულ პსჟ-სთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც პარიზელები მის ესპანურ ბარსელონაში გადასვლას ხელს აღარ შეუშლიან. AS-ის ცნობით, ტრანსფერს მიმდინარე ზაფხულს უნდა ველოდეთ.

როგორც ირკვევა, პსჟ-ს იმედი აქვს, რომ ნეიმარის სანაცვლოდ 170 მილიონ ევროს მიიღებს. განიხილება მე-2 ვარიანტიც. ფრანგული გრანდი კატალონიელებისგან გაცილებით ნაკლებს მოითხოვს, თუკი გარიგებაში ანტიან გრიზმანი და კოუტინიო იქნებიან ჩართულნი.

28 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში მისი მონაგარი 18 გოლი და 10 საგოლე პასია.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბარსელონას ღირსებას 2013-2017 წლებში იცავდა, ბოლო პერიოდში კი, მისი ესპანეთში დაბრუნებაზე ბევრი იწერება.

კომენტარები

ბოლო ამბები