Thumbnail
  • იურგენ კლოპმა იცის, რა არის საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად
  • ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა ორი ფავორიტი დაასახელა

იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა და ყველა კლუბისთვის საოცნებო ტიტულისთვის ბრძოლაში ორი მთავარი ფავორიტი გამოყო. ლივერპულის მთავარი მწვრთნელის აზრით, წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე მეტად მიუნხენის ბაიერნს და მანჩესტერ სიტის შეუძლიათ. ეს ის გუნდებია, სადაც კლოპს არასოდეს უმუშავია, მაგრამ იდეალურად იცნობს, რადგან მის კლუბებს სწორედ ამ გუნდებთან ჰქონდათ და აქვთ დიდი დუელები.

“იმ გუნდებს შორის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას შემორჩნენ, ჩემი აზრით, მთავარი ფავორიტები სიტი და ბაიერნი არიან,” - უთხრა ‘დეილი მეილს’ 53 წლის გერმანელმა, - “ისე, ძალიან მაგარი იქნება, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. ბაიერნმა გერმანიაში ძალიან შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა მას შემდეგ, რაც გუნდი ჰანსი ფლიკმა ჩაიბარა. მათ მართლაც გრანდიოზულად ითამაშეს.”

კლოპმა პანდემიის გამო შეცვლილ ფორმატზეც ისაუბრა - როგორც იცით, მეოთხედფინალიდან ერთმატჩიანი დუელები გაიმართება: “ეს ძალიან სხვანაირი პლეი ოფი იქნება. მატჩებისთვის გუნდებს აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა მოუწევთ.”

თვითონ იურგენის გუნდი ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში, მადრიდის ატლეტიკოსთან გამოეთიშა. სამაგიეროდ, ლივერპულმა 30 წლის შემდეგ პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. ჩემპიონობის აღნიშვნის შემდეგ სიტიმ ლივერპულს 4:0 მოუგო, თუმცა ეს უკვე აღარაფერს ცვლიდა.

წაიკითხერა იქნება მერე? იურგენ კლოპისთვის ყველაზე რთული საქმე ახლა იწყება

“მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ანგარიშით დავმარცხდით და სიტიმ დამსახურებულად მოიგო, იმ მატჩში 3 გოლი უნდა გაგვეტანა. სანამ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშის გაანალიზებას დაიწყებთ, ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. სიტი ძალიან მაგარი, ხარისხიანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ სრულყოფილი გუნდი მსოფლიოში არ არსებობს. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად კი სწორედ სრულყოფილი თამაშის ჩვენებაა საჭირო.” - აღნიშნა კლოპმა და დაამატა: “ამ თასის ასაწევად იღბალიც ყველას სჭირდება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ორი გუნდია ფავორიტი. თამაშებს, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით ველოდები.”

📺 ვიდეო: მანჩესტერ სიტი 4:0 ლივერპული [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები