Thumbnail

სერია A | სკუდეტოს ბედი გადაწყდა? მილანმა ლაციოს ოლიმპიკოზე მოუგო [მიმოხილვა]

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

 იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში ლაციომ მილანს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. იმობილესა და კაისედოს გარეშე დარჩენილმა ლაციომ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა. მილანმა პირველი ტაიმი ჩალჰანოღლუსა და იბრაჰიმოვიჩის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმში რებიჩმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლაციო იუვენტუსს უკვე 7 ქულით ჩამორჩა. დარჩენილ 8 ტურში რთულად სავარაუდოა, რომ იუვენტუსმა ეს ჰანდიკაპი გაანიავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურინელები სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოიგებენ. მილანი 46 ქულით მე-6 ადგილზეა და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის. როსონერი მომდევნო ტურში იუვენტუსს შეხვდება. მატჩი სან სიროზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები