Thumbnail
  • ლევერკუზენი 2:4 ბაიერნი
  • მიუნხენის ბაიერნმა ოქროს დუბლი მე-13-ედ გაიფორმა

ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გერმანიის თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნმა 4:2 დაამარცხა ლევერკუზენის ბაიერი და სეზონში ოქროს დუბლი შეასრულა - ბუნდესლიგის ჩემპიონობას ქვეყნის თასიც დაუმატა...

თამაში ბაიერნმა იოლად მოიგო, მე-60 წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდა, თუმცა სვენ ბენდერის გოლმა სიტუაცია ოდნავ დაძაბა. ბაიერნი ისევ რობერტ ლევანდოვსკიმ დაამშვიდა, რომელმაც 89-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონში 50-ე და 51-ე გოლები გაიტანა.

⚽ ლევერკუზენს ბოლო 27 წელში პირველი ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა.

⚽ ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია, ვინც გერმანიის თასის ბომბარდირი (6 გოლი) ზედიზედ მეოთხე სეზონში გახდა.

⚽ ბაიერნმა გერმანიის თასი მე-20-ედ მოიპოვა, დუბლი კი მე-13-ედ მოიპოვა.

⚽ ბაიერნის წაუგებელი სერია 26 ოფიციალურ მატჩამდე გაიზარდა (17 გამარჯვება). 

ლევერკუზენი 2:4 ბაიერნი

გოლები: 0:1 ალაბა 16', 0:2 გნაბრი 24', 0:3 ლევანდოვსკი 59', 1:3 ს. ბენდერი 64', 1:4 ლევანდოვსკი 89', 2:4 ჰავერტცი 90+5 (პენალტი)

კომენტარები

ბოლო ამბები