Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს კლუბებთან ინტერვიუებს მართავს
  • სანდროს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

NCAA-ს კლუბ სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტზე დადგა. მედიის საყოველთაო აზრით, სანდრო კანდიდატურას ბოლო მომენტში მოხსნის და ერთი წლით ისევ კოლეჯთა ლიგაში დარჩება, თუმცა შეიძლება მოვლენები სხვანაირად განვითარდეს...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

მამუკელაშვილი 211 სმ. სიმაღლის ფორვარდია, რომელსაც 3, 4 და 5 ნომრის პოზიციებზე თამაში შეუძლია, ის უკვე 21 წლის გახდა. რამდენიმე თვის წინათ, ინტერვიუში სანდრომ თქვა, რომ NBA-ს 12 გუნდთან ელის ინტერვიუ (ერთგვარი გასაუბრება). 

და აი, Daily Knicks-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთი ასეთი გასაუბრება უკვე შედგა - სანდრო მამუკელაშვილსა და ნიუ იორკ ნიქსის ორგანიზაციას შორის. მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ინტერვიუ Zoom-ის წყალობით განხორციელდა. ამის შესახებ "ტვიტერში" ადამ ზაგორია (ნიუ იორკ ტაიმსი) წერს. 

სანდრომ ინტერვიუში კი თქვა, რომ 12 კლუბთან აპირებს გასაუბრებას, მაგრამ ადამ ზაგორია წერს, რომ მისით NBA-ს 20-მდე კლუბი დაინტერესდა. 

"უნდა ავღნიშნო, რომ სანდრო მამუკელაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას აპირებს უახლოეს მომავალში. თუ ისევ სეტონ ჰოლში დაბრუნდება, ეს კლუბისთვის უდიდესი შეღავათი იქნება, მას მერე, რაც სეტონ ჰოლმა ბრიუს აიკენი დაიმატა", - წერს ზაგორია. 

მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი ნიუ ჯერსის კლუბია. ნიუ იორკ ნიქსი კი პირველ რიგში რეგიონში ეძებს ტალანტებს. ამიტომაც, კლუბმა აქამდე სანდროს კიდევ ორ თანაგუნდელთან გაიარა ეს პროცედურა - ლიდერ მაილს პაუელთან და ცენტრ რომარო გილთან.

სანდრო მამუკელაშვილი 2019/20 წლების სეზონში: 11.9 ქულა და 6.0 მოხსნა. 43.4% - 3-ქულიანების სიზუსტე. 

ვინაიდან სანდროს პირადი აგენტი არ აუყვანია, მას თავისუფლად შეუძლია დრაფტზე უარი თქვას და კოლეჯთა ლიგაში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, NBA-ს დრაფტი 16 ოქტომბრისთვის გადაიდო (წესით, უკვე ჩატარებული უნდა იყოს). nbadraft.net ვარაუდობს, რომ სანდრო მამუკელაშვილს 2021 წელს 50-ე ნომრად აირჩევენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები