Thumbnail

გია გრიგალავას კორონავირუსი აქვს? კლუბსა და ლიგაში არ ადასტურებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსული მედია ეჭვობს, რომ ტულის არსენალის ქართველ მცველს კორონავირუსი აქვს
  • 30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა წინა ტურის შეხვედრა უცნობი მიზეზით გამოტოვა
  • ტულის კლუბსა და პრემიერლიგის პრესსამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ 

ახლახან რუსულ მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ ტულის არსენალში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევის შესახებ ინფორმაციას განზრახ მალავენ, დაავადებული ფეხბურთელი კი, შესაძლოა, გია გრიგალავაა. sportsdaily წერს, რომ ამით კლუბს სურს, თავიდან აირიდოს სავალდებულო კარანტინი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის მცველმა, რომელიც ტულის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის შეხვედრა გროზნოს ახმატთან უცნობი მიზეზის გამო გამოტოვა. გრიგალავა არსენალის განაცხადშიც არ ყოფილა.

გრიგალავამ რუსეთის პრემიერლიგის 22 მატჩში ითამაშა

რუსეთის პრემიერლიგის პრესსამსახურის ცნობით, ტულის არსენალის ყველა ფეხბურთელისა და კლუბის თანამშრომლის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, გუნდი კი მომავალი მატჩისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება.
 
"ოპერატიული შტაბი ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ყველა კლუბის ტესტებსა და დაავადებულებებზე. ჩვენ დამატებით მოვითხოვეთ არსენალისგან მონაცემები ტესტებსა და კლუბის ყველა წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გუნდი დინამოსთან მატჩისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება", - იუწყება ლიგის პრესსამსახური.

გიას მონაწილეობა არც არსენალის ბოლო ვარჯიშში მიუღია

ტულის არსენალი, რომელსაც 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, 26-ე ტურის შეხვედრას 4 ივლისს, მოსკოვის დინამოსთან გამართავს. თამაშის წინ გუნდიდან მთავარი მწვრთნელი იგორ ჩერევჩენკო დაითხოვეს, მისი ადგილი კი სერგეი პოდპალიმ დაიკავა.

რუსული კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ბოლო ვარჯიშის ფოტოებზე გია გრიგალავა კვლავ არ ჩანდა, ქართველი მცველი არც მოსკოვის დინამოსთან მატჩის განაცხადში მოხვდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები