Thumbnail
  • 20-30 ივლისს, ჭადრაკის სასახლე საქართველოს ქალთა ჩემპიონატს უმასპინძლებს
  • ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ათი უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მიიღებს

ოთხთვიანი შესვენების შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე საქართველოს ქალთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 20-30 ივლისს გაიმართება.  

ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 30 600 ლარია, ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით გაიმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკე-ქალები მიიღებენ:  ლელა ჯავახიშვილი (2475), ბელა ხოტენაშვილი (2458), ნინო ბაციაშვილი (2457), მერი არაბიძე (2428), სალომე მელია (2370), სოფიკო ხუხაშვილი (2329), ნინო ხომერიკი (2319), სოფიო გვეტაძე (2308), ალექსანდრა ვახანია (2138) და ელენე წოწონავა (2012).

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ფულადი პრიზით, გამარჯვებული კი 10 000 ლარს მიიღებს (იხილეთ დებულება).

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები