Thumbnail
  • დავით ზირაქაშვილი რაგბიში რჩება და საფრანგეთში იმუშავებს
  • ქართველი მორაგბე ლა როშელის მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს ნაკრებისა და კლერმონის ყოფილი მორაგბე, დავით ზირაქაშვილი საფრანგეთში რჩება და მუშაობას ლა როშელში იწყებს. ქართველი მორაგბე, რომელმაც კარიერა დაასრულა, ლა როშელში კლუბის მრჩევლად იმუშავებს.

ამ თანამდებობას ახალზელანდიელი ჯონათან გიბსი იკავებდა, რომელიც წლების განმავლობაში სუპერ რაგბიში თამაშობდა. გიბსს ოლ ბლექსში 8 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ფრანგულ პრესაში წერენ, რომ ზირაქაშვილის გამოცდილება კლუბს ძალიან დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ლა როშელში ამ დროისთვის ქართველები არ თამაშობენ.

სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ზირაქაშვილი კარგი ქართველი მორაგბეების გადაბირებასაც ურჩევს კლუბს.

კომენტარები

ბოლო ამბები