Thumbnail
  • დანიელე დე როსი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს
  • ფიორენტინას ხელმძღვანელობა დე როსის ვარიანტს აქტიურად განიხილავს

იტალიის ნაკრების, რომასა და ბოკა ხუნიორსის ყოფილი ფეხბურთელი, დანიელე დე როსი მწვრთნელობას აპირებს. 37 წლის იტალიელი, რომელმაც კარიერა იანვარში დაასრულა, ფიქრობს, რომ მწვრთნელობისთვის მზადაა და ახალი სეზონიდან უკვე მწვრთნელად მუშაობას გეგმავს.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დე როსის მიწვევას ფიორენტინა აპირებს. ფლორენციელები მძიმე მდგომარეობაში არიან. კლუბს ამჟამად ჯუზეპე იაკინი წვრთნის. მათ 31 ქულა აქვთ და მე-13 ადგილზე არიან.

დე როსის გარდა, ფლორენციელები ლუჩანო სპალეტის ვარიანტსაც განიხილავენ, რომელიც ბოლოს ინტერში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები