Thumbnail

ლიდერი უკვე დინამოა - დამაჯერებელი გამარჯვება თბილისურ დერბიში 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დინამო თბილისი 4:0 ლოკომოტივი
  • კობოურისა და პერნამბუკოს პირველი გოლები დინამოში

"დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩი გაიმართა, თბილისის დერბიში დინამო ლოკომოტივს დაუპირისპირდა...

პირველ ტაიმში დინამო თბილისის უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ კუცია და პერნამბუკო ხშირად ცდებოდნენ შეტევის დასრულებისას. 42-ე წუთზე ლოკომოტივი ათი კაცით დარჩა - დავით უბილავა გააძევეს, თუმცა სტუმართა გუნდმა ტაიმის ბოლომდე გაძლო.

62-ე წუთზე მცველმა დავით კობოურმა შორი მანძილიდან დაარტყა, მეკარე შეროზიას ბურთი ხელიდან გაუვარდა და ანგარიშიც გაიხსნა. ეს კობოურის პირველი გოლია დინამოს შემადგენლობაში. 

72-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დაზარალებულმა თავადვე გაიტანა. სტუმართა კარში კიდევ ორი გოლი გავიდა - 4:0. ამ გამარჯვებით დინამო თბილისმა ლოკომოტივი პირველი ადგილიდან დააქვეითა და თავად გალიდერდა.

დინამო თბილისი 4:0 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 კობოური (62), 2:0 კაპანაძე (72-პენ), 3:0 თ. კირკიტაძე (80. საკუთარ კარში), 4:0 პერნამბუკო (90+1)

დინამო (4-2-3-1): კვასხვაძე - ტრუბოჩკინი (46. იაშვილი), კობოური, ლოჩოშვილი, ქიმაძე - პაპავა, მექვაბიშვილი (78. დაფნე) - პერნამბუკო, კუცია, ბუღრიძე (50. ქავთარაძე) - კაპანაძე

ლოკომოტივი (4-2-1-3): შეროზია - გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა - შონია, ძებნიაური - სამურკასოვი (73. არველაძე) - დ. კირკიტაძე (60. თ. კირკიტაძე), სიხარულიძე, კობახიძე (45+1. კაპანაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები