Thumbnail
  • ესპანურ კლუბს იუვენტუსთან ფეხბურთელების გაცვლა კიდევ სურს
  • ბარსელონას ხელმძღვანელობა ამჯერად, ანტუან გრიზმანის გაშვებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მირალემ პიანიჩისა და არტურ მელოს გაცვლის შემდეგ, ბარსელონასა და იუვენტუსს შორის კიდევ ერთი გაცვლა მზადდება, რისი ინიციატორიც ისევ ესპანური გუნდია.

ბარსელონას ხელმძღვანელობა ამჯერად, ანტუან გრიზმანის გაშვებას გეგმავს, ხოლო ტურინელთაგან ადრიან რაბიოსა და დუგლას კოშტას დათმობას ითხოვს.

ტელეკომპანია რაის ჟურნალისტი პაოლო პაგანინი წერს, რომ ბარსელონამ ფრანგი შემტევი უკვე მესამე გუნდს შესთავაზა. კატალონიელები პარი სენ-ჟერმენისგან გრიზმანის ნეიმარში გაცვლას ითხოვდნენ, ინტერს ლაუტაროსა და გრიზმანის გაცვლას სთავაზობდნენ, ხოლო ტურინელებს ანტუანში ორი ფეხბურთელი მოსთხოვეს.

ანტუანს ბარსელონაში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ 8 გოლი აქვს გატანილი. ფრანგს კიკე სეტიენი აღარ ენდობა და ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები