Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვარჯიში განაახლა

  • ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ვარჯიში დაიწყეს
  • ნაკრებები ილიას ზუროსის ასისტენტის შედეგენილი პროგრამით ვარჯიშობენ

საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა სპეციალური პროგრამის საშუალებით ვარჯიში განაახლეს. პროგრამის მიზანია, ნაკრების წევრებისა და კანდიდატების სპორტული ფორმის შენარჩუნება და მაქსიმალურ ხელშეწყობა.

ცხადია, ამ პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესა.

პროგრამის სპორტულ მხარეზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტმა, მილოშ გლიგორიევიჩმა ნაკრებების მწვრთნელებთან და მენეჯერებთან ერთად იზრუნა, რომლებმაც რეკომენდაციებისა და რეგულაციების გათვალისწინებით სხვადასხვა ვარჯიშები შეადგინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები