Thumbnail
  • ინდიანამ სეზონისთვის მზადება ინდივიდუალური ვარჯიშებით დაიწყო
  • რას ელის მედია აგვისტოში გოგასგან

ინდიანა პეისერსმა სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო. ჯერ-ჯერობით, გუნდი ინდივიდუალური ვარჯიშებით ემზადება. დარბაზში ერთდროულად მხოლოდ ორი მოთამაშე იმყოფება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

შეგახსენებთ, რომ ორლანდოში პირველ მატჩს ინდიანა ფილადელფიასთან 1-ელ აგვისტოს (თბილისის დროით, უკვე 2 აგვისტოს) ითამაშებს. გუნდს ორლანდოში ერთ-ერთი დარბაზი დაუთმეს, სადაც სრულად გაივლის შეკრებას და თამაშებს შორის პერიოდშიც ივარჯიშებს. დარბაზმა უკვე დაიმსახურა მოთამაშეებისა მწვრთნელების მოწონება.  

დარბაზი ორლანდოში, რომელიც ინდიანას დაუთმეს

NBA-ს ესპანურენოვან გვერდზე 2019/20 წლების სეზონის წინ დასმული რამდენიმე მთავარი კითხვა შეკრიბეს და პასუხები უკვე ჩატარებული სეზონის გათვალისწინებით გასცეს.

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა მიეცემოდა თუ არა ინდიანა პეისერსის ახალბედა გოგა ბითაძეს შანსი უკვე ამ სეზონში.

"მართალია, მისი სათამაშო დრო ლიმიტირებულია (8.4 წუთი საშუალოდ), მაგრამ ქართველმა კალათბურთელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა მისთვის პირველ სეზონში. მან დაცვასა და შეტევაში საკმარისი ოსტატობა გამოავლინა. მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ პეისერსის როტაციაში ადგილს მყარად დაიმკვიდრებს", - წერს NBA-ს ოფიციალური საიტი.

დომანტას საბონისი ახალი ვარცხნილობით

ამასობაში, მედიასთან გოგას ლიტველმა თანაგუნდელმა დომანტას საბონისმა ისაუბრა. ის რასიზმის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისთვის და ბითაძისთვის ამ თემას მსგავსი დატვირთვა არ აქვს, რადგან ლიტვასა და საქართველოს ამერიკის მსგავსი ისტორია და დინამიკა არ ჰქონიათ:

"იქ სულ სხვა სიტუაციაა, ამერიკისგან განსხვავებული. ჩვენ ყველასთვის ღია ვართ, ეს იოლია, რადგან ყველა ადამიანი ერთნაირია. ყველას, როგორც ძმებს ისე ვუყურებთ, ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ, ერთი გუნდი". 

Indy Cornrows-მა ახალგაზრდების სავარაუდო როლს მიუძღვნა სტატია ინდიანა პეისერსში, მას მერე, რაც სეზონი ორლანდოში განახლდება. გოგასთან მიმართებაში გამოცემამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ბითაძე "სქრინების" დაყენებისას შეცდომებს უშვებს დაცვაში. 

" G ლიგაში ბითაძემ 6 მატჩი ითამაშა და ყველას ანახა რა შეუძლია - 20 წლის მოთამაშე საშუალოდ17 ქულას, 13 მოხსნას, 4 პასსა და 3 დაფარებას აკეთებდა. მაგრამ ხშიტად სრულიად კონტრასტული იყო მისი თამაში პეისერსის შემადგენლობაში - მას ეტყობოდა, რომ ნერვიულბდა და სათამაშო აგრესიულობაც აკლდა. 

საერთო ჯამში, გოგას ეს შეცდომები არ არის სერიოზული. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს 20 წლის ახალბედასთან, რომელსაც ბროგდონთან და სხვა თანაგუნდელებთან შეთამაშებისთვის ბევრი სათამაშო დრო არც მისცემია. 

ასე რომ. როცა (თუ) ორლანდოში მწვრთნელი მის ნომერს გამოაცხადებს, უნდა ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ქართველი ახალბედა ამ შანსს. იქნებ, ჩვენ ინდიანაში გოგას G ლიგური ვერსიაც ვნახოთ, როცა ის დაცვაშიც და შეტევაშიც სოლიდურ "სქრინებს" აყენებდა".

კომენტარები

ბოლო ამბები