Thumbnail

ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია - მესი ბარსელონას ტოვებს?

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ლიონელ მესის კლუბის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს
  • არგენტინელი ბარსელონას თამაშით და შედეგებითაც უკმაყოფილოა

ესპანური Cadena SER-ის ინფორმაციით ლიონელ მესი ბარსელონაში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება 2021 წლის ზაფხულში სურს. მედიის ინფორმაციით არგენტინელმა კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე არსებული მოლაპარაკებები შეაჩერა.

33 წლის ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლიონელ მესი არ არის ბედნიერი და მიზეზი მხოლოდ მოედანზე არსებული პრობლემები არაა. არგენტინელის ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელბასთან იდეალური არ არის და ბოლო წლების განმავლობაში მათ შორის არაერთი კონფლიქტი მოხდა.

ამ ყველაფერს ემატება ბარსელონას თითქმის ჩავარდნილი სეზონი და ცუდი სათამაშო სტილი, რომელიც კლუბმა ბოლო სეზონებია ვერ გამოასწორა. ლეოს მოედანზე და მის გარეთ არსებული სიტუაცია ძალიან არ მოსწონს.

ვარაუდობენ, რომ მესიმ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ იგი კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება, რომელიც 2021 წელს უნდა ჩატარდეს. არსებული ინფორმაციის თანახმად თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, მესი ბარსელონას დატოვებს.     

კომენტარები

ბოლო ამბები