Thumbnail
  • 📅 4 ივლისი | ⌚ 19:15 | ⚽ იუვენტუსი V ტორინო
  • იუვენტუსი ფავორიტია, მაგრამ ეს ტურინული დერბია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იუვენტუსმა ატალანტასთან ლაციოს ფეხის დაცდენით ისარგებლა და ახლა რომაელებს 4 ქულით უსწრებს. წინ კიდევ 9 ტურია და ეს ჰანდიკაპი შესაძლოა, არცთუ განსაკუთრებული ჩანდეს, თუმცა იუვენტუსი არაა რიგითი გუნდი და შესაძლოა, ტურინელებს ის ზედიზედ მე-9 სკუდეტოს მოსაპოვებლად ეყოთ კიდეც.

იქამდე კი ტურინული დერბია - სერია A-ს 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა "ალიანც სთედიუმზე" შაბათს შედგება. იუვენტუსი გამოკვეთილი ფავორიტია - ტორინო ამ თამაშში მაქსიმუმს კი ჩადებს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, მორენო ლონგოს გუნდმა, რომელიც ტაქტიკურად და ფიზიკურად ძალიან ჩამოუვარდება თანაქალაქელს, თუნდაც ქულა მოიპოვოს. 

ტორინოს კრიზისი აქვს და გამორიცხული არაა, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა დასჭირდეს - წინა ტურში, შინ ლაციოსთან წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ, გუნდი სულ 6 ქულითაა დაშორებული გასავარდნ ზონას.

ბოლო ტურინული დერბი დე ლიხტისთვის განსაკუთრებული გამოვიდა

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში გამართული დაპირისპირება მაურიციო სარის გუნდმა მინიმალური ანგარიშით, მატეის დე ლიხტის გოლის წყალობით მოიგო. აი, როგორ იხსენებს დღეს ნიდერლანდელი ფეხბურთელი იმ მატჩსა და გოლს:

"ჩემთვის განსაკუთრებულად გასახსენებელია დერბი პირველ წერში. მაშინ იუვეშიც და იტალიაშიც პირველი გოლი გავიტანე, რომელმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგვიტანა - 1:0. მაშინ რთული პერიოდი მქონდა, ბევრს მაკრიტიკებდნენ და მქონდა პრობლემები, მაგრამ ამ გოლმა მდგომარეობა შემიმსუბუქა და გამახარა არამხოლოდ მე, მთელი გუნდი. ამ გოლის წყალობით, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე თამში და გავხდი ის, ვინც ახლა ვარ. ტურინული დერბი განსაკუთრებული მატჩია. ორივე გუნდს მოგება სურს და ეჭვგარეშეა, რთული თამაში იქნება".

საინტერესო ფაქტები

⚽ ტურინის იუვენტუსს სერია A-ში საკუთარ მოედანზე 35-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ჩემპიონატში სარის გუნდის ბოლო 17 შეხვედრიდან 14-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბებერმა ქალბატონი სერია A-ს ბოლო 8 საშინაო მატჩში სულ ცოტა 2 გოლს იტანდა.

⚽ იუვენტუსმა ჩემპიონატში ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

⚽ ტორინომ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრიდან 8 წააგო.

⚽ ტორინო სერია A-ში სტუმრად ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში ტაიმსაც აგებდა და თამაშსაც.

⚽ იუვენტუსმა ტორინოს ყველა ტურნირში გამართული ბოლო 19 მატჩიდან 16 მოუგო.

⚽ იუვენტუსი ტორინოსთან ყველა ტურნირის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გოლს არ უშვებდა.

⚽ სერია A-ში ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ სერია A-ში გამართული ბოლო 6 ტურინული დერბიდან 5-ში იუვე 1-ზე მეტ გოლს არ იტანდა.

ტორინო ს მთავარი იმედი ბელოტია - 3 გოლი ბოლო 3 მატჩში

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო - რაბიო, ბენტანკური, მატუიდი - ბერნანდესკი, დიბალა, რონალდო.
ტრავმა: ალექს სანდრო, ხედირა, დე შილიო.

ტორინო (3-4-1-2): სირიგუ - იცო, ნ’კულუ, ბრემერი - დე სილვესტრი, ლუკიჩი, მეიტე, ანსალდი - ედერა - ბელოტი, ძაძა.
ტრავმა: ბაზელი.

კომენტარები

ბოლო ამბები