Thumbnail
  • ესპანელი ბაიერნში 2013 წელს გადავიდა
  • ნახევარმცველს ახალი გამოწვევები სურს

შარშან ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ხმაურიანი და ძვირიანი ტრანსფერი არ განუხორციელებია. ბევრი ვარაუდობდა, რომ ახალი მოთამაშეების გარეშე იურგენ კლოპის გუნდს გაუჭირდებოდა, თუმცა 2019/20 წლების სეზონში ლივერპულმა შეძლო და 30-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "მერსისაიდელებმა" ზალცბურგიდან ახალგაზრდა ნიჭიერი იაპონელი ფეხბურთელი ტაკუმი მინამინო დაიმატეს. უცხოური პრესის თანახმად ბოლო პერიოდში კი ინგლისური კლუბი ტიმო ვერნერის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა გერმანელმა ლონდონის ჩელსი აირჩია და კარიერას იქ გააგრძელებს.

ლივერპული ამჯერად ახლოსაა მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელის ტიაგო ალკანტარას დამატებასთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავად ფეხბურთელს ახალი გამოწვევა სურს და მზადაა კარიერა პრემიერლიგის გამარჯვებულში გააგრძელოს.

Sport-ის ინფომრაციით, ყველაფერი თითქმის მოგვარებულია. დარჩა სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება. გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ ეს 35 მილიონი ევრო იქნება. რაც არც თუ ისე დიდი თანხაა ტიაგო ალკანტარას დონის ნახევარმცველისთვის.

29 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში 2013 წელს ბარსელონადან მივიდა. ბაიერნში გატარებული 7 წლის შემდეგ კი, როგორც ჩანს, ტიაგოს ახალი გამოწვევები სჭირდება. მიუნხენურმა კლუბმმა უკვე გააოფიციალურა ლეროი სანეს ტრანსფერი. ახალი ტრანსფერებისთვის (მიზანი კაი ჰავერტცის დამატებაა) კი ახალი თანხების მოძიება სჭირდებათ, აქედან გამომდინარე, ალკანტარას ლივერპულში ტრანსფერი სავსებით რეალურია.

ტიაგო ალკანტარას მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, იქნება შანსი, რომ მან კლუბი მომავალ წელს სრულიად უფასოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ამიტომ დიდი ალბათობით, გერმანული კლუბი ტიაგოს გაყიდვას უახლოეს სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები