Thumbnail

ზუსტად 2 წლის წინ - ინგლისმა მუნდიალებზე პენალტების სერია პირველად მოიგო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ინგლისმა მოსკოვში კოლუმბია დაამარცხა
  • საღამოს გმირები ერიკ დაიერი და ჯორდან პიკფორდი გახდნენ

2018 წლის 3 ივლისს, ინგლისის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მუნდიალზე პენალტების სერია მოიგო. საუთგეიტის გუნდმა მოსკოვში, სპარტაკის სტადიონზე კოლუმბია თერთმეტმეტრიანებში - 4:3 დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ - 1:1 მორჩა. ჰარი კეინის მიერ მოპოვებულ და გატანილ პენალტს, მატჩის ბოლო წამზე იერი მინამ თავურით უპასუხა, შემდეგ კი პენალტების სერია დაიწყო.

1990 | ინგლისი 1:1 (3:4) გერმანია (მუნდიალი)
1996 | ესპანეთი 0:0 (2:4) ინგლისი (ევროპის ჩემპიონატი)
❌ 1996 | ინგლისი 0:0 (5:6) გერმანია (ევროპის ჩემპიონატი)
1998 | არგენტინა 2:2 (4:3) ინგლისი (მუნდიალი)
2004 | ინგლისი 0:0 (5:6) პორტუგალია (ევროპის ჩემპიონატი)
2006 | ინგლისი 0:0 (1:3) პორტუგალია (მუნდიალი)
2018 | კოლუმბია 1:1 (3:4) ინგლისი (მუნდიალი)

კოლუმბიელთაგან პენალტი მატეუს ურიბემ და კარლოს ბაკამ ვერ გაიტანეს, ხოლო ინგლისელთაგან ბოლო გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად ერიკ დაიერმა შეასრულა და ინგლისის ნაკრების ისტორიაში ახალი ფურცელიც დაიწერა.

საუთგეიტის გუნდმა შემდეგ მეოთხედფინალში ინგლისისთვის ისტორიულად უხერხული მეტოქე - შვედეთი დაამარცხა (2:0). ნახევარფინალში კი ინგლისელ ახალგაზრდებს ხორვატები დაუპირისპირდნენ და მატჩი მანჯუკიჩის მიერ 109-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლით დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები