Thumbnail
  • 'საოცარი მოთამაშე, რომელსაც ბევრი საუბარი არ უყვარდა. ნამდვილი მეომარი იყო'
  • ქართველი მორაგბეს პოსტი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვარსკვლავმაც მიუძღვნა

ფრანგული სარაგბო გრანდი ტულონი ოფიციალურად დაემშვიდობა ლეგენდარულ ქართველ მორაგბე მამუკა გორგოძეს, რომლის კონტრაქტსაც ვადა სწორედ ივლისის დასაწყისში გაუვიდა. ის, რომ გორგოძე კარიერას ასრულებდა, აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა, ტულონელებმა მისთვის პატივის მოგება კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს.

“მამუკა გორგოძემ ტულონის მაისურით 6 სეზონი დაჰყო, 110 მატჩი ჩაატარა და 2015 წელს ჩემპიონთა თასის მფლობელიც გახდა. დიდი მადლობა ჩვენს მებრძოლს”, - წერს ტულონი სოციალურ ქსელში და მამუკას სპეციალურ ვიდეოსაც უძღვნის.

აღსანიშნავია, რომ მამუკას მიერ კარიერის დასრულებას გამოეხმაურა ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი მორაგბე ბაკის ბოთაც. “ქურციკების” სახელოვანი წევრი და გორგოძე ტულონში 2014-15 წლების სეზონში ერთად თამაშობდნენ, შემდეგ კი, მინდორზე მეტოქეებიც არაერთხელ ყოფილან.

“საოცარი მოთამაშე, რომელსაც ბევრი საუბარი არასდროს უყვარდა. ის მინდორზე ნამდვილი მეომარი იყო, ჩემი სტილის მორაგბე. მივესალმები მამუკას, შენ ლეგენდა ხარ!”, - დაწერა ბოთამ.

გორგოძეს 2014 წლიდან მოყოლებული ტულონის მაისურით 110 მატჩი (11 ლელო) აქვს ჩატარებული, მანამდე კი, მონპელიეს (2005-2014) ღირსებას იცავდა: 168 მატჩი, 27 ლელო. მამუკას ბორჯღალოსანთა რიგებში 75 თამაშში 27 ლელო აქვს დადებული და ეს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები