Thumbnail
  • რეალი 1:0 ხეტაფე
  • ლა ლიგის დასრულებამდე 5 ტური რჩება

ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდული დერბი გაიმართა, რეალმა "ალფრედო დი სტეფანოზე" ხეტაფეს 1:0 მოუგო...

ზინედინ ზიდანის გუნდმა მძიმე მატჩი ჩაატარა და 3 ქულა მცველების წყალობით მოიპოვა, 79-ე წუთზე დანი კარვახალი მარჯვნიდან საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მოცელეს. პენალტის ნიშნულიდან კი გამარჯვების გოლი რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა გაიტანა. 

33 ტურის შემდეგ "სამეფო კლუბს" 74 ქულა აქვს და უკვე 4 ქულით უსწრებს ბარსელონას. კვირას რეალი ბილბაოს სტუმრობს, ხოლო ბარსელონა - ვილიარეალს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ სერხიო რამოსმა ზედიზედ ბოლო 11 პენალტი გაიტანა. 

⚽ სერხიო რამოსმა საკლუბო კარიერაში 98-ე გოლი გაიტანა (სულ 450 მატჩი).

⚽ პირველ ტაიმში ხეტაფეს მეტოქის მესამედზე ბურთის ფლობის 37.8% ჰქონდა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე რეალს.

⚽ სეზონის რესტარტის შემდეგ რეალის 6 მატჩში სერხიო რამოსმა 4 გოლი გაიტანა.

რეალი 1:0 ხეტაფე

გოლი: 1:0 სერხიო რამოსი 79' (პენალტი) 

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი (33. მილიტაო), სერხიო რამოსი, მენდი - მოდრიჩი (63. ვალვერდე), კაზემირო, კროოსი - ისკო (64. როდრიგო), ბენზემა (90+2. მარიანო დიასი), ვინისიუსი (63. ასენსიო)  

კომენტარები

ბოლო ამბები