Thumbnail
  • იგორ კოკოშკოვი საკრამენტოდან მიდის
  • კოკოშკოვი 2+1 კონტრაქტს აფორმებს

ESPN-ის საკალათბურთო ექსპერტის ადრიან ვოინაროვსკის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი ფენერბაჰჩეს ჩაიბარებს...

სერბი სპეციალისტი NBA-ს გუნდის, საკრამენტო კინგსის მწვრთნელის ასისტენტია. ის ამ თანამდებობას დაუყოვნებლივ დატოვებს, თუმცა უცნობია შეელევა თუ არა სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციას.

ევროპულ გრანდში კოკოშკოვი ჟელკო ობრადოვიჩს შეცვლის. თურქული წყაროების ცნობით, კოკოშკოვი 2+1 სისტემით აფორმებს კონტრაქტს. ფენერბაჰჩე ევროლიგის 2017 წლის გამარჯვებულია, 2016 და 2018 წლებში კი ფინალში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა. სწორედ მან გაიყვანა ჩვენი ნაკრები პირველად ევრობასკეტზე (სულ 3 ევრობასკეტზე უთავკაცა: 2011, 2013 და 2015). 2017 წელს მან სლოვენიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა. ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი იყო. ამის შემდეგ კოკოშკოვი ფინიქს სანსის მთავარი მწვრთნელი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები